logo
ENG



ჰაიდაი: მათ [რუსებს] ძალიან ეშინიათ, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ

30 ოქტ 202215:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/30/1jy4z0swdmq7vjo.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსებს ძალიან ეშინიათ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან ახლოს არიან.

"მათ [რუსებს] ძალიან ეშინიათ, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. რუსებმა კრასნორეჩენსკოეს მახლობლად, მდინარე კრასნაიაზე ხიდი ააფეთქეს," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაი ამბობს, რომ 29 ოქტომბერს, რუსმა ოკუპანტებმა კრემენნაიას მახლობლად კიდევ ერთი ხიდი ააფეთქეს. მისი თქმით, რუსეთის სარდლობამ თავის ჯარებს დაავალა შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა.

ამასთან, ჰაიდაი აღნიშნავს, რომ რუსები სისტემატურად უტევენ ბელოგოროვკას და სასტიკი ბრძოლები ასევე გრძელდება სვატოვოს მიმართულებით. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კრემენნაიასა და სვატოვოს ირგვლივ თითქმის ყველაფერი დანაღმულია - მდინარის ნაპირები, გზები, ხიდები. ჰაიდაის ცნობით, რთული ვითარებაა ასევე ბახმუტის მიმართულებით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა